სოზარ სუბარი: ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციონერთა ნაწილს ესიზმრება თბილისის, ბათუმის, ქუთაისის თუ რომელიმე სხვა რაიონის საკრებულოებში როდის დაჯდება და იქ მაინც ექნება გარკვეული ასპარეზი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, მედიასთან რადიკალური ოპოზიციისა და თვითმმართველობის არჩევნების შესახებ გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციონერთა ნაწილს ესიზმრება თბილისის, ბათუმის, ქუთაისის თუ რომელიმე სხვა რაიონის საკრებულოებში როდის დაჯდება და იქ მაინც ექნება გარკვეული ასპარეზი.

„რადიკალური ოპოზიციის პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეიცვალა მაშინვე, როგორც კი ბრძანება მოვიდა ევროპარლამენტიდან, სადაც თქვეს, რომ არჩევნებში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

მე რაც ვიცი, განსაკუთრებით ნაცებშია ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა და ჩხუბი, რადგან ზოგს უნდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციონერთა ნაწილს ესიზმრება თბილისის, ბათუმის, ქუთაისის თუ რომელიმე სხვა რაიონის საკრებულოებში როდის დაჯდება და იქ მაინც ექნება გარკვეული ასპარეზი. რაღაც ნაწილი ამის წინააღმდეგი რჩება, თუმცა, საბოლოოდ, რომელი მხარე გადაძალავს, არ ვიცით”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები