აშშ და ჩინეთი 9 ივნისს ლონდონში სავაჭრო მოლაპარაკებებს გამართავენ

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო უთანხმოების მოსაგვარებლად, 9 ივნისს ლონდონში ჩინეთის დელეგაციას შეხვდებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი და სავაჭრო წარმომადგენლის ელჩი ჯემისონ გრირი 9 ივნისს, ორშაბათს, სავაჭრო შეთანხმების დასასრულებლად ლონდონში ჩინეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა ძალიან კარგად უნდა წარიმართოს“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები