უნგრეთმა რუსეთს ენერგომომარაგების შეუფერხებლად მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან სატელეფონო საუბარი გამართა.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნოვაკს ქვეყანაში გაზისა და ნავთობის შეუფერხებელი მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

სიიარტოს თქმით, რუსული მხარისგან მიიღო გარანტიები, რომ ბუდაპეშტში ენერგორესურსების მიწოდება მომავალში გარანტირებული იქნება.

„დღეს, მე და რუსეთის ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის საკითხებში, ალექსანდრე ნოვაკმა უნგრეთ-რუსეთის ენერგეტიკული თანამშრომლობის მდგომარეობა განვიხილეთ და დავადგინეთ, რომ რუსეთიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუფერხებლად გრძელდება უნგრეთში, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი“, – დაწერა სიიარტომ Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები