ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, მისი გადადგომის შესახებ ჭორებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მას თანამდებობის დატოვება სურს.
“მე თვითონ ვითხოვ, რომ გამათავისუფლონ ჩემი თანამდებობიდან. სხვას ექნება საკუთარი ინიციატივები, საკუთარი ხედვა. იმედი მაქვს, რომ ჩემს თხოვნას მხარს დაუჭერენ”, – განაცხადა კადიროვმა.
მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვის სთხოვს უფლებამოსილების შეჩერებას.
ცნობისთვის, კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს.