გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ახლად მოწყობილ სკვერში დაზიანებული ინფრასტრუქტურა განახლდა

“გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ახლად მოწყობილ სკვერში დაზიანებული ინფრასტრუქტურა განახლდა,”- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ დასასვენებელ სივრცეში სკამების, ურნების თუ სხვა  სახის ინვენტარის დაზიანების  ფაქტი არაერთხელ დაფიქსირდა. კეთილმოწყობის სააგენტოს პერიოდულად უწევს  მათი აღდგენა-განახლება.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს მივმართოთ მოქალაქეებს ნუ დავაზიანებთ და გავუფრთხილდეთ საერთო სარგებლობის სივრცეებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები