ევროკავშირის გაფართოების ევროკომისარი: ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები [საქართველოსთვის], მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება

ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები [საქართველოსთვის], მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება, – ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსიმ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელმა სცადა სანქციების დაწესება თუმცა ამ მიმართულებით ერთსულოვნება ქვეყნებს შორის არ იყო.

„ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება. დიახ, ჩვენ ვცადეთ ეს [და არ გამოგვივიდა], მაგრამ არიან ცალკეული წევრი ქვეყნები, რომელთაც შემოიღეს ინდივიდუალური სანქციები“, – განაცხადა მარტა კოსიმ.

საქართველოსთვის სანქციები დაწესებული აქვთ ბალტიის ქვეყნებს – ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს, – ასევე პოლონეთს, ჩეხეთსა და გერმანიას. ევროკავშირს გარეთ ფინანსური სანქციები დააწესეს გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები