რუსთავის მერიამ, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონ გიორგი სარდალაშვილს ფულადი ჯილდო გადასცა

რუსთავის მერიამ, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონ გიორგი სარდალაშვილს ფულადი ჯილდო გადასცა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
რუსთაველ ძიუდოისტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში, რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, მონტენეგროში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოისტ გიორგი სარდალაშვილს, სპორტის მუზეუმში შეხვდნენ.
ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა ევროპისა და მსოფლიო  ჩემპიონატების  ოქროს მედლის მფლობელ ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენს, 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო გადასცა.

ლაცაბიძის თქმით, სარდალაშვილის წარმატებით თითოეული რუსთაველი ამაყობს.

,,გიორგი ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენია რომელმაც ჯერ მსოფლიო, ახლა კი ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. თითოეული რუსთაველი ვამაყობთ მისი წარმატებით, დარწმუნებული ვარ, რომ მას კიდევ ბევრი წარმატება ელის”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
გიორგი სარდალაშვილი 21 წლის ასაკში,  მსოფლიო ჩემპიონი გახდა ძიუდოში, რამდენიმე დღის წინ კი, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, მან რუსი სპორტსმენი აიუბ ბლიევი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, ევროპის ოქროც მიუმატა.
შატაკიშვილის თქმით, სარდალაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენია.
,,გიორგი სარდალაშვილმა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული რუსთაველი სპორტსმენია რომელმაც არა მხოლოდ ჩვენს ქალაქს, არამედ მთელ ჩვენ ქვეყანას მოუტანა გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე. დარწმუნებული ვარ რომ მას წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ როგორც გიორგის, ასევე ჩვენს ყველა სპორტსმენს”,  – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები