გიორგი მგელიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

“მიმდინარე წლის 22-28 აპრილს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობა სამბოში  ჭაბუკებს შორის – შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდა ახმეტელი მოჭიდავე გიორგი მგელიაშვილი”,- ამის შესახებ ინფორმაციას ახმეტის მერია ავრცელებს.

აღნიშნულ შეჯიბრებაში მგელიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

“შეჯიბრებაში 79 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობას იღებდა ახმეტელი მოჭიდავე გიორგი მგელიაშვილი.

აღნიშნულ შეჯიბრებაში გიორგი მგელიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რის შედეგადაც ის ოქტომბრის თვეში ინდონეზიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

მწვრთნელი – გიორგი ნადირაძე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები