ზურაბიშვილი – პრანკერებს: ოპოზიციას კრიტიკულად აკლია თანხები და ევროპა ნელა მოქმედებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ხმაურიანი აუდიოჩანაწერი სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

საუბარია ჩანაწერზე, რომელშიც ზურაბიშვილს და ნანუაშვილს რუსი პრანკერები გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ.

ყოფილმა პრეზიდენტმა პრანკერებს უთხრა, რომ “ოპოზიციას კრიტიკულად აკლია თანხები და ევროპა ნელა მოქმედებს”.

როგორც პრანკერები იტყობინებიან, ისინი ზურაბიშვილს, გარი კასპაროვის სახელით, პირად ფინანსურ დახმარებას და ამერიკის მთავრობისთვის ინფორმაციის გადაცემას დაჰპირდნენ, რაზეც ექსპრეზიდენტმა უპასუხა, რომ USAID-ისა და ევროპული ფონდებისგან შეჩერებული დაფინანსების შემდეგ, საპროტესტო აქტივობის გასაგრძელებლად, განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებს მედია და არასამთავრობო სექტორი, რომლის ნაწილმაც ანგარიშები სხვა ქვეყნებში გახსნა.

ამასთან, უჩა ნანუაშვილმა პრანკერებთან საუბრისას პარალელი გაავლო მაიდნის მოვლენებთან და არაოფიციალური შეიარაღებული დაჯგუფებები ახსენა.

სალომე ზურაბიშვილთან და უჩა ნანუაშვილთან პრანკერების ზარის შესახებ ვიდეომასალა გუშინ ღამით გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები