ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმების მიღწევას მიმდინარე კვირაში შეძლებენ.

“იმედია რუსეთი და უკრაინა ამ კვირაში შეთანხმებას დადებენ. მაშინ ორივე დაიწყებს დიდ ბიზნესს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც აყვავდება!”, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სააღდგომო ზავის დღის განმავლობაში 2 935-ჯერ დარღვევაში დაადანაშაულა.

მისი ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე რუსეთის მხრიდან თავდასხმის 96 შემთხვევა დაფიქსირდა, უკრაინის პოზიციები კი 1 882-ჯერ დაიბომბა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები