მათიკაშვილი – გასული წლის აქციებზე: ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
“ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა, რითაც გასული წლის ბოლო საპროტესტო აქციების მონაწილეთა ნაწილის მიერ სამართალდამცველების მიმართ აგრესიული ქცევის შესახებ ისაუბრა.
„USAID – ის თანხების დახმარებით, NED – ის დაფინანსებით, ევროპული ე.წ. გრანტების დარიგებით, სადაც სინამდვილეში არანაირი კეთილი მიზანი და დემოკრატიის წინსვლა და განვითარება ამ ყველაფერს არ აქვს. პირიქით დემოკრატიის ნგრევა, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლებების რევოლუციურად შეცვლა და ქაოსი არის საბოლოოდ მიზანი.
აქამდე სურდათ, საქართველოში მიეყვანათ სიტუაცია, რომ ჩამოშლილიყო და ჩამონგრეულიყო სახელმწიფო ინსტიტუტები, მომხდარიყო ვითომდა ხალხის გულწრფელი პროტესტით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სახელმწიფო შენობების დაკავება. ეს სურათი ჩვენ ხომ ნანახი გვაქვს. ამ მიზნით იყო ის, რომ აგენტურული ტელევიზიები ობიექტურად არ აშუქებდნენ მოვლენებს, ძალადობა, რომელიც ზღვასავით გადმოედინებოდა მომიტინგეთა მხრიდან. ამის შესახებ არც აშუქებდნენ, არც ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამაზე ხმას არ იღებდნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და დღესაც უკმეხად და უსინდისოდ ინარჩუნებენ ამ პოზიციას“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.