“ამ კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, განსაკუთრებით ეს ეხება სფეროებს, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ხდება ზემოქმედება, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში რა არის, ამას ამბობს ხელისუფლება, ასე ფუნქციონირებს დემოკრატია”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გრანტების კანონზე საუბრისას განუცხადა.
„ნორვეგიის ხელისუფლება ამბობს, რომ მან უფრო კარგად იცის, რა უნდა ქართველ ხალხს, ვიდრე ქართველმა ხალხმა; შვედეთის ხელისუფლება ამბობს, რომ მან უფრო კარგად იცის, რა უნდა ქართველ ხალხს, ვიდრე ქართველმა ხალხმა. შვედეთის დაფინანსებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც საქართველოში ტერორის წამახალისებელ და რიგ შემთხვევაში ფაშისტურ კამპანიებს აწარმოებს, რომელთა მიზანიც არის ადამიანების გარიყვა საზოგადოებიდან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველო, იყო ორგანიზატორი მიმდინარე წლის 9 აპრილს, პარლამენტის წინ ძალადობრივი აქციისა, როდესაც 9 აპრილის მონაწილეები არ მიუშვეს მემორიალთან და იქ ვინც მივიდა, ზოგიერთზე იყო ძალადობა“, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.