პესკოვის თქმით, უკრაინაში “სააღდგომო ზავის” გახანგრძლივებაზე ბრძანებები არ ყოფილა

“სააღდგომო ზავი” 21 აპრილს ღამით დამთავრდება მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მისი გახანგრძლივების ბრძანება არ გასცა,- ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

უკრაინული მხარის ცნობით, 19 აპრილს პუტინის მიერ სააღდგომოდ 30-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, აღდგომის დღეს რუსეთმა იერიშები გააგრძელა, დრონებით თავდასხმები გააორმაგა და მძიმე შეიარაღების გამოყენება გააძლიერა.

20 აპრილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლქესანდრ სირსკის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სააღდგომოდ რუსეთის მხრიდან ყველაზე ძლიერი სამხედრო მოქმედებები პოკროვსკის მიმართულებით შეინიშნებოდა.

“ამ აღდგომამ აშკარად აჩვენა, რომ ამ ომის ერთადერთი წყარო, და მისი გაგრძელების მიზეზი, რუსეთია”,- წერს სირსკი.

ცნობისთვის, 19 აპრილს უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები