ზელენსკი: უკრაინა მზად არის, შტატებისგან 10 “პატრიოტის” სისტემა 15 მილიარდ დოლარად შეიძინოს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, შეერთებული შტატებისგან 15 მილიარდი დოლარის ღირებულების, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის 10 სისტემა შეიძინოს,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროპელი პარტნიორები მზად არიან, ქვეყანას გარიგების დაფინანსებაში დაეხმარონ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ჯერ არ მიუღია დამატებითი პატრიოტის სისტემები, რომლებიც უკრაინისთვის ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტზე იყო დაპირებული.
„პატივს ვცემ შეერთებული შტატების არჩევანს, მაგრამ როდესაც შეერთებულმა შტატებმა არ მოგვცა ასეთი სისტემები ან არ გაყიდა ისინი, მზად ვართ ნებისმიერი ფორმატისთვის, საქმე ფულში არ არის.
ერთი სისტემა, რომლის ღირებულება მილიარდ-ნახევარი დოლარია, ჩვენ მზად ვართ ვიყიდოთ მინიმუმ ათი სისტემა ზოგიერთი ქალაქის დასაკეტად, მხოლოდ სამოქალაქო, ქალაქის ცენტრების, სადაც ხალხმრავლობაა. ეს არის 15 მილიარდი. ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ ეს 15 მილიარდი. გამოვნახავთ ამ ფულს და გადავიხდით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მეორე ვარიანტია სისტემებისა და შესაბამისი რაკეტების წარმოების ლიცენზიები.