ნინო წილოსანი – ოპოზიციაზე: შეიძლება ოკუპაცია გაუკეთონ 9 აპრილის მონუმენტს, მაგრამ ამ ქვეყანას ვერ გაუკეთებენ

შეიძლება ოპოზიციამ ოკუპაცია გაუკეთოს 9 აპრილის მონუმენტს, მაგრამ ოკუპაციას ვერ გაუკეთებს ამ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„რაც 9 აპრილს გააკეთეს, ანალიტიკის უნარი რომ ჰქონდეთ, მიხვდებოდნენ, რომ ეს უზომოდ დამაზიანებელი იყო მათი რაციონალური გადმოსახედიდან. ჩვენთვის გულსატკენი იყო, რომ ადამიანებს არ მოგვეცა საშუალება მივსულიყავით და პატივი მიგვეგო გარდაცვლილთა სულებისთვის. 9 აპრილი არის მთელი ერის ტრაგედია და ყველას გვაქვს უფლება, რომ ეს დღე ვიგლოვოთ. როდესაც ამის საშუალებას არ გაძლევენ, კარგად ჩანს მათი სახე. მათ [ოპოზიციას] შეუძლიათ ოკუპაცია გაუკეთონ 9 აპრილის მონუმენტს, მაგრამ ისინი ოკუპაციას ვერ გაუკეთებენ ამ ქვეყანას“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები