პესკოვი: სტამბოლში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებისას უკრაინის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა
სტამბოლში რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა და ამერიკელმა დიპლომატებმა რუსეთის გენერალური საკონსულო დატოვეს,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კონსულტაციები თითქმის ექვს საათს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, სტამბოლში მხოლოდ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზაციაზე ისაუბრეს. მოლაპარაკებების დროს უკრაინის საკითხი განხილვის თემა არ ყოფილა.
შეხვედრამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ეს მოლაპარაკებები მხოლოდ აშშ-რუსეთის საელჩოების ფუნქციონირებას შეეხებოდა.