ტრამპმა უკრაინასთან წიაღისეულის შეთანხმების გაფორმების სავარაუდო თარიღი დაასახელა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, დოკუმენტის ხელმოწერა შესაძლოა მომავალ კვირაში მოხდეს.
შესაბამისი განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. ამერიკელმა ლიდერმა ასევე დააზუსტა შეთანხმების ხელმოწერის თარიღი.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება სამთო მოპოვებაზე, რომელსაც ვფიქრობ, ხუთშაბათს მოეწერება ხელი. მომავალ ხუთშაბათს [24 აპრილი], უახლოეს მომავალში. გვაქვს შეთანხმება ამაზე“, – თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.