“საზოგადოებისთვის თვალნათელია, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, თუმცა, დადგა დრო იმისა, რომ ჩვენ უფრო გავზარდოთ ის მექანიზმები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გააძლიერებს” – მიქანაძე
“საზოგადოებისთვის თვალნათელია, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, თუმცა, დადგა დრო იმისა, რომ ჩვენ უფრო გავზარდოთ ის მექანიზმები, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გააძლიერებს”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „ფარაზე“ საუბრისას განუცხადა.
„სწორედ ამიტომ, მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება – ერთი – ერთში თარგმნილიყო ამერიკული კანონი „ფარას“ სახელით ცნობილი ჩვენს საზოგადოებაში და მოხდა მისი დაინიციირება. უკვე ორი მოსმენით ეს კანონპროექტი მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ და უახლოს პერიოდში ის დამტკიცდება
ამის ფონზე, როდესაც ნიკა გილაური აცხადებს, რომ არასახარბიელო საინვესტიციო გარემოა საქართველოში და შემდგომში „ფარადან “ ვიგებთ, რომ ის 600 ათას დოლარს იხდის იმისთვის, რომ დამატებითი ინვესტიციები საქართველოში მოიძიოს. ჩანს, რომ ის საკუთარ ტყუილებში იხლართება და რეალურად ეს თანხა არა ინვესტიციების პროექტებისთვის, არამედ ქვეყნის კეთილდღეობის, სტაბილურობის და ქვეყნის სიძლიერის საწინააღმდეგოდ კონკრეტული ლობისტური საქმიანობისთვის არის გამიზნული“, – აღნიშნა მიქანაძემ.