მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ლუჟკოვი მიუნჰენის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც მას გულის ოპერაცია გაუკეთდა.
ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობას 1992-2010 წლებში იკავებდა.