ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა ცეცხლი დაანთეს. როგორც „კვირას" ჟურნალისტი ცესკოდან იტყობინება, აქტივისტებმა ცეცხლი რამდენიმე ლოკაციაზე აანთეს.
ცესკო-ს შენობასთან სადაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის გამოიყენეს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა.
მისი თქმით, "როდესაც ხდება ძალისმიერი მეთოდით აქციის დაშლა, ეს უნდა იყოს უკიდურესად აუცილებელი,…
ცესკოს შენობასთან ერთ-ერთი აქტივისტი ცუდად გახდა. ამის შესახებ ცესკოდან კვირას ჟურნალისტი იტყობინება.
აღნიშნულ აქტივისტს პირველადი დახმარება შეკრებილმა საზოგადოებამ აღმოუჩინა.
„კვირა" დეტალების გარკვევას ცდილობს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ცესკო-ს შენობასთან შეკრებილ სამართალდამცველებს მოუწოდებს, რომ მათი მხრიდან უკანონობებს ნუ ექნება ადგილი.
მისი თქმით, შენობასთან შეკრებილებს არაძალადობრივი პროტესტი აქვთ და მისთვის გაუგებარია…
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე ამ წუთებში ბრიფინგს მართავს.
ჟურნალისტის კითხვაზე - გამოიყენეს თუ არა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი, საბანაძე პასუხობს, რომ ეს ინფორმაცია მცდარია.
"ვრცელდება…
ცესკო-ს შენობას ოპოზიციის ლიდერები და ის ხალხი უახლოვდება, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან რუსთაველის გამზირიდან მოემართებოდნენ.
ცოტა ხნის წინ, ცესკო-ს შენობასთან შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წყლის…
სახალხო დამცველი როგორც მმართველ, ასევე აქციებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს საარჩევნო დარღვევების გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიების მიზნით დაუყოვნებლივ მოლაპარაკებები დაიწყონ. ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ…
სამართალდამცველების მიერ წყლის ჭავლის მრავალჯერ გამოყენების შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეები ცესკო-ს შენობასთან კვლავ დაბრუნდნენ.
ინციდენტის შემდგომ, მათ ტერიტორია დატოვეს. თუმცა, კვლავ დაბრუნდნენ.
ამ წუთებში ცესკო-ს შენობასთან აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.
სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ შეკრებილების წინააღმდეგ წყლის ჭავლიც გამოიყენეს.