ცესკო-ს შენობას ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები უახლოვდებიან

ცესკო-ს შენობას ოპოზიციის ლიდერები და ის ხალხი უახლოვდება, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან რუსთაველის გამზირიდან მოემართებოდნენ.

ცოტა ხნის წინ, ცესკო-ს შენობასთან შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენებს, რაც ხალხმა პოლიციის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორიის გარღვევა სცადეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები