რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 6 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დახვრიტეს.
“წინასწარი მონაცემებით, დონეცკის ოლქში უკრაინულ პოზიციებზე იერიშისას რუსმა ოკუპანტებმა 6 სამხედრო მოსამსახურე დაატყვევეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მოგვიანებით დახვრიტეს”, – ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის განცხადებაში.
გენერალური პროკურატურის მოხსენებაში წერია, რომ რუსეთმა მორიგი ომის დანაშაული ჩაიდინა, ვინაიდან ტყვეების დახვრეტა ჟენევის კონვენციის და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.
“ოკუპანტებმა თავად აღბეჭდეს ომის დანაშაული. ვიდეოში ჩანს, რომ შეუიარაღებულ უკრაინელ ტყვეებს ზურგში ესვრიან. ვიდეოში ჩანს კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო, მისი ბედი ამ დროისთვის უცნობია”. – თქვა ლუბინეცმა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. გენერალური პროკურატურისა და ომბუდსმენის ანგარიშების მიხედვით, რუსებმა შეუიარაღებელი უკრაინელი ჯარისკაცების დახვრეტა 2024-2025 წლებში მოუხშირეს.