ლევან მაჭავარიანი: როდესაც ბატონი რუბიო ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს, რომელიც თავიდან ბოლომდე ემთხვევა იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქართველოში ატარებს, ეს რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა

,,როდესაც ბატონი რუბიო ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს, რომელიც თავიდან ბოლომდე ემთხვევა იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქართველოში ატარებს, ეს რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან მაჭავარიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ახალი ადმინისტრაცია ითანამშრომლებს მათთან, ვინც ეროვნულ ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებს.

მაჭავარიანის თქმით, ,,ქართული ოცნება” ყოველთვის ამბობდა რომ სუვერენიტეტის განმტკიცება მნიშვნელოვანია.

„ბატონი ტრამპის ინაუგურაციამდეც და შემდეგაც რა ტიპის განცხადებებიც კეთდება, ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, გადადგმულ ნაბიჯებს და განცხადებებს, მით უმეტეს ბოლო სამი წლის განმავლობაში. ჩვენ სულ იმას ვაცხადებთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის, და ჩვენი მოქალაქეები ამას ატყობენ, სუვერენიტეტის განმტკიცება. როდესაც ბატონი რუბიო ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს, რომელიც თავიდან ბოლომდე ემთხვევა იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქართველოში ატარებს, ეს რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები