მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქართველი ხალხის სახელით, თანავუგრძნობ პრეზიდენტ ერდოღანს და მეგობარ თურქ ხალხს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო.

ქართველი ხალხის სახელით, თანავუგრძნობ პრეზიდენტ ერდოღანს, მეგობარ თურქ ხალხს და ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ბოლუს პროვინციაში, კარტალკაიას სამთო-სათხილამურო კურორტზე განთავსებულ ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა და 51 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები