მარკო რუბიომ ფიცი დადო და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

მარკო რუბიომ ფიცი დადო და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუბიოს ფიცი ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაადებინა.

ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატებიდან პირველია, ვინც უკვე თანამდებობა დაიკავა.

„ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. ეს შეუძლებელი იქნებოდა ღვთის კურთხევის გარეშე. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ნდობისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ ყოველდღე ყოველ წამს, რათა დავეხმაროთ მას მიაღწიოს იმ დღის წესრიგს, რომელიც მას ამერიკელმა ხალხმა მისცა“, – განაცხადა რუბიომ.

მისივე თქმით, ტრამპი ამერიკის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებს.

„რაც შეეხება ამოცანებს… პრეზიდენტი ტრამპი აირჩიეს დაპირებების შესასრულებლად და ის ამ დაპირებებს შეასრულებს. საგარეო პოლიტიკის კუთხით მისი მთავარი დაპირებაა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტი იქნება ამერიკა. ეს იქნება ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინ წაწევა. მან მოგვცა ძალიან მკაფიო მანდატი. პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად განმარტა, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ეს ეხება მთავრობას, მაგრამ განსაკუთრებით სახელმწიფო დეპარტამენტს, ყველაფერმა უნდა უპასუხოს სამიდან ერთ-ერთ კითხვას. გვხდის თუ არა ეს უფრო ძლიერებს? გვხდის თუ არა უფრო დაცულებს? გვხდის თუ არა უფრო წარმატებულებს? თუ ის არ პასუხობს ამ სამიდან ერთ-ერთს, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები