“შვეიცარიის ბანკმა, სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, უარი განაცხადა ბაჩალიაშვილის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე, რითაც კიდევ უფრო მეტი კითხვა და ეჭვი გააჩინა შვეიცარიის საბანკო სისტემის მიმართ”, – ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად შვეიცარიული ბანკი – Julius Baer-ი ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს.
„თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი და ამჯერად გამოძიების ქვეშ მყოფი და სასამართლოს მომლოდინე გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის მილიონობით თანხების მოპარვას ედავებიან, მოულოდნელად ისევ წამოტივტივდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ორი ფაქტორის გამო. პირველი – შვეიცარიის ბანკმა სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა მის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე, რითაც კიდევ უფრო მეტი კითხვები და ეჭვები გააჩინა შვეიცარიის საბანკო სისტემის მიმართ. მეორე – როგორც ინფორმაცია ჟონავს, და თბილისი კი პატარა ქალაქია, სწორედ ოპოზიციას მიტმასნილი ბაჩიაშვილია ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი დონორი. აქ ერთი კითხვაა – ვისი ფულით?“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.