თეა ზაქარაძე: პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, ქვეყანას, ბიზნესს, ავიაციას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა – უნდა გადაიდგას რაღაც ნაბიჯი იმისკენ, რომ ყველა დამშვიდდეს

პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქვეყანას, ჩვენს ბიზნესს, ავიაციას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა, ამისთვის თუ ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას, – განაცხადა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დაწყებამდე.

დაბარებული ვართ და მაინტერესებს, რა არის მათი პოზიცია. რა თქმა უნდა, აქ ჩვენი ყველას პოზიცია ის არის, რომ რაც გასაკეთებელია, უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. უნდა გადაიდგას რაღაც ნაბიჯი იმისკენ, რომ ყველა დამშვიდდეს და საჭირო თუ იქნება კომპრომისული ნაბიჯები, უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯები. მე ვმართავ აეროპორტს და უნდა ვთქვა, რომ აეროპორტს გვჭირდება სტაბილურობა ქვეყანაში. აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას, რათა ბიზნესმა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. ეს ყველაფერი ბიზნესზე პირდაპირ აისახება. მე პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქვეყანას, ჩვენს ბიზნესს, ავიაციას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა. ამისთვის თუ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი, ის, რომ ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, თუ რაც იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები