უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 47 რუსული დრონი ჩამოაგდო
რუსეთმა უკრაინაზე 72 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით განადგურებულია 47 “შაჰედის” ტიპის რუსული დრონი.
რადიო ელექტრო ბრძოლის შენაერთების მუშაობის შედეგად, ლოკალურად დაკარგულია 25 უპილოტო საფრენი აპარატი.
საჰაერო ბრძოლა პოლტავის, სუმის, კიევის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ხარკოვისა და ოდესის ოლქებში მიმდინარეობდა.
ამ ეტაპზე დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.
საჰაერო იერიშის მოგერიებაში საზენიტო სარაკეტო ჯარები, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, საჰაერო და შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები მონაწილეობდა.