“დიდი პატივია, რომ სამი ქვეყნის მიერ ვარ დასანქცირებული; ეს ნიშნავს, რომ ჩემი პატარა წვლილი შევიტანე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში” – ხაინდრავა

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ სამი ქვეყნის მიერ ვარ დასანქცირებული, ეს ნიშნავს, რომ ჩემი პატარა წვლილი შევიტანე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში – ამაზე დიდს ჩემს შვილიშვილებს ნამდვილად ვერაფერს დავუტოვებდი”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განუცხადა.

„შს სამინისტროს ერთ-ერთი ღირსეული ხელმძღვანელია და რას ასანქცირებენ?! რას უსანქცირებენ ვახო გომელაურს?! ქართველი კაცია, საქართველოში დაბადებული-გაზრდილი, ამ ქვეყანაზე შეყვარებული, მის მომავალსა და დღევანდელ დღეზე შეყვარებული. რას დააკლებენ?!

ჩემთვის დიდი პატივია, რომ სამი ქვეყნის მიერ ვარ დასანქცირებული, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩემი პატარა წვლილი შევიტანე საქართველოს სუვერენიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, რომელსაც ახლა მთელი ქართველი ერი აწარმოებს მსოფლიო ასპარეზზე და ებრძვის მსოფლიო ბოროტებას, ე.ი მეც რაღაც პატარა წვლილი მიმიძღვის. ამაზე დიდს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ნამდვილად ვერაფერს დავუტოვებდი და ვარ ბედნიერი, რომ მეც აღმოვჩნდი იმ ადამიანების სიაში, ვისაც ამაში წვლილი შეაქვს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, უკრაინის პრეზიდენტი და ლიტვის მთავრობა ასანქცირებს გოგა ხაინდრავას და მე გიორგი ხაინდრავა ვარ. გოგას ოჯახის წევრები მეძახიან. ეს აქედან, ლომჯარიამ ან კაპიტანმა გიგაურმა ან მაგათნაირებმა, ვინც ცალ ფეხზე დგას ევროკავშირის კარებთან, მათი გაგზავნილია“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები