აშშ-ში „შათდაუნის“ თავიდან აცილების მიზნით, ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა მიიღო
აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ მიღებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა. აღნიშნული საშუალებას აძლევს მას აირიდოს ქვეყანაში მთავრობის „შათდაუნი“ და განაგრძოს ფედერალური ინსტიტუტების დაფინანსება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.