კოტე სურგულაძე: მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში,  ევროკავშირთან ქვეყნის დაახლოების პროცესი დაიწყო, გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება; თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, დაწესდა უვიზო მიმოსვლა; განხორციელდა მთელი რიგი რეფორმები, რამაც გახსნა პერსპექტივა ევროკავშირში; 1 წლის წინ კი ქვეყანამ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი

სლოვენიაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, კოტე სურგულაძე გაზეთ Domovina-სთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

კოტე სურგულაძე განმარტავს, რომ ანტისამთავრობო აქციის მონაწილეთა ნაწილი გასცდა მშვიდობიანი აქციის ფარგლებს და ისინი მზად იყვნენ პოლიციასთან შეტაკებისთვის, გამოძიების მიმდინარეობისას კი აღმოჩნდა, რომ რადიკალურად განწყობილ ჯგუფს პოლიციასთან შეტაკებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა საშუალებები ჰქონდა. არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მათი დამფინანსებლები ერეოდნენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

Საქართველოს ელჩის შეფასებით, არჩევნების შედეგები აღიარა როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR), ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. Არჩევნები შეფასდა, როგორც კონკურენტუნარიანი და ლეგიტიმური ყველა პოლიტიკური კონკურენტისთვის, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს რაიმე დარღვევაზე ან არალეგიტიმურობაზე.

კოტე სურგულაძის თქმით,ფაქტია, რომ ძალადობის ესკალაცია წინასწარ იყო დაგეგმილი, რადგან, რადიკალურად განწყობილ ჯგუფს წინასწარ ჰქონდა სხვადასხვა საშუალებები შეძენილი და თავიანთ ოფისებში ინახავდნენ, რაც პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დადასტურდა.

კოტე სურგულაძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, გაფართოების პროცესი 2030 წლამდე არ მოხდება და შეუძლებელია მოლაპარაკებების გადადება, როცა მოლაპარაკებები არ გაქვს.

“28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე. Ამავე პერიოდში, მან ასევე უარი თქვა ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის გრანტებზე. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩერებთ ევროინტეგრაციის პროცესს. ამის საპირისპიროდ, ჩვენ სრულად ვართ მოწოდებული , გავაგრძელოთ რეფორმები და ჩვენი AA/DCFTA ვალდებულებების 90%-ზე მეტი შევასრულოთ, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ 2028 წლისთვის მომზადებული ვიქნებით ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი მოლაპარაკებებისთვის”- აცხადებს კოტე სურგულაძე და განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი ინსტრუმენტალიზებული იყო საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის შანტაჟისა და მანიპულაციისთვის.

ელჩი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესი დაიწყო, გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება; თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება , დაწესდა უვიზო მიმოსვლა ; განხორციელდა მთელი რიგი რეფორმები, რამაც გაახსნა პერსპექტივა ევროკავშირში, 1 წლის წინ კი ქვეყანამ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ხდებოდა.

კოტე სურგულაძის თქმით, “ქართული ოცნებას” პრორუსულად წარმოჩენა ოპოზიციის მიზანმიმართული სტრატეგიაა და ამ ნარატივს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, რადგან “ქართული ოცნება” აშკარად პროევროპული პარტიაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები