ირაკლი კირცხალია: ალან ბერსეს ვიზიტი საერთოდ აქარწყლებს იმ ყბადაღებულ თემას, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მიღებული, რომ აქცენტი ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხზე უნდა გააკეთონ

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კირცხალია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.

,,ალან ბერსეს ვიზიტი საერთოდ აქარწყლებს იმ ყბადაღებულ თემას, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მიღებული, რომ აქცენტი ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხზე უნდა გააკეთონ.

რა თქმა უნდა, ეს მათ გაუნულდათ, წყალში ჩაეყარათ, განსაკუთრებით, ალან ბერსეს ვიზიტის შემდეგ და სწორედ არის იმ აჟიოტაჟის, სრული აგონიისა და დაბნეულობის მიზეზი, რასაც ჩვენც, საზოგადოებაც ხედავს სოციალურ ქსელში იქნება, თუ რადიკალურ ოპოზიციურ სპექტრში“, – განაცხადა კირცხალიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები