“რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ გლობალური დაპირისპირება არ დაუშვას” – პუტინი 9 მაისის აღლუმზე

რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

თავის სიტყვაში მან დასავლეთი ახსენა და თქვა, რომ ის “ზედმეტად ამბიციურია”.

მისივე თქმით, “რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა გლობალური დაპირისპირება აირიდოს”.

“იმავე დროს, ჩვენი მისამართით მუქარას არ დავუშვებთ. ჩვენი სტრატეგიული ძალები ყოველთვის არიან სრულ საბრძოლო მზადყოფნაში”,- განაცხადა მან.

მისი თქმით, “ვერმახტის სამხედრო სიძლიერეზე თითქმის მთელი ევროპა მუშაობდა და ამ ჭრილში მან “მოკავშირეობის შთამაგონებელი ტრადიციები” ახსენა.

“რუსეთი ამჟამად რთულ მომენტს გადის”,- თქვა მან.

“დიდება შეიარაღებულ ძალებს. რუსეთისთვის! გამარჯვებისთვის! ვაშა!”- ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები