როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 მაისს საქართველოში ამინდი ღრუბლიანი იქნება. ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ღამით მაღალ მთაში ზოგან თოვლი.

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა და ელჭექი, ღამით მაღალმთაში თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11, დღისით +18, +23; მთაში ღამით +3, +8, დღისით +16 +21; მაღალმთაში ღამით -2, +3, დღისით +11, +16.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10, დღისით +16, +21; მთაში ღამით 0, +5, დღისით +14, +19; მაღალმთაში ღამით-3, +°, დღისით +8, +13.

თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +9, დღისით +20.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები