ოკუპანტების მიერ მიკოპოლის იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მიკოპოლზე საარტილერიო იერიში მიიტანეს, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ორი დაშავდა.

ამის შესახებ საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა.

იერიში დილის საათებში მოხდა.

“ცეცხლი კერძო სახლს გაუჩნდა. კიდევ ორი – განადგურებულია. ასევე, დაზიანდა ხუთი კორპუსი”, – დაწერა ლისაკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები