ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ბ.ნ. და 1979 წელს დაბადებული ზ.ჯ. გარდაბანსა და თეთრიწყაროში სხვადასხვა დროს დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები