ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, 18 ლოკაციაზე განთავსდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანოზებით, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ავტობუსის 18 გაჩერებაზე სარეკლამო „ლაით-ბოქსებში“ ბანერები განთავსდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ე.წ. „Outdoor” (გარე სივრცე) კამპანია 4 კვირის განმავლობაში გრძელდება და ორიენტირებულია მომხმარებელზე. წელიწადის აღნიშნული დრო, კერძოდ, საშობაო პერიოდი გაყიდვების კუთხით ყველაზე აქტიურია, რაც ხელს შეუწყობს სამიზნე აუდიტორიის ზრდას და, შესაბამისად, დადებითად აისახება ექსპორტის მაჩვენებელზე.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან მიმდინარე მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ქართული ღვინის ცნობადობის, ისე ექსპორტის ზრდას აშშ-ში.

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.

ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია აშშ-ში ბოლო 3 თვეში განსაკუთრებით გააქტიურდა. ქართული ღვინის წარდგენა არაერთ ღონისძიებაზე გაიმართა: ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციაზე „Wines of Georgia Grand Tasting“ (ლოს-ანჯელესი), ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე „Karakterre“ (ნიუ-იორკი), ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Orange Glou Fair“ (ნიუ-იორკი), ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალზე „Amber Georgia” (ნიუ-იორკი), ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „RAW Wine NYC” (ნიუ-იორკი), „San Diego Food + Wine Festival“ (სან-დიეგო), ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა აშშ-ში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ღვინის შოუმ – „V is for Vino“ . ამასთან, ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩატარდა მსხვილ სუპერმარკეტების ქსელებსა და საცალო ობიექტებში აშშ-ს სხვადასხვა შტატში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები