“უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 30 ცალ ტაბლეტს, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას – 0,765 გრამ მეთადონს შეიცავს” – ერთ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 30 ცალ ტაბლეტს, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას 0,765 გრამ მეტადონს შეიცავს.
“დაკავებულს ბრალდება, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (არაერთგზის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, – წერია ინფორმაციაში.