შალვა პაპუაშვილი:  სტრასბურგის გადაწყვეტილება ავალდებულებს ქვეყანას, რომ იყოს ხელახალი გამოძიება 20 ივნისის საქმეზე

„გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებს ქვეყანას, რომ იყოს ხელახალი გამოძიება 20 ივნისის საქმის. შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს,“ – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში ეს აქცია დაიშალა ისეთი მეთოდებით, რომლებმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს.

„სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს იყო შტურმი პარლამენტის და ამავე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაშლის ოპერაციის დროს გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება არ იყო სრულყოფილი. ამიტომ, სტრასბურგის სასამართლოდან გვაქვს ორი მოცემულობა – პირველი: დადგინდა, რომ ეს იყო შტურმი, რომლის მიზანიც ხელისუფლების დამხობა იყო და აქვე გავახსენებ ყველას, რომ ევროკავშირი თავად იყო ჩართული იმაში, რომ ამ შტურმის მონაწილეები გარეთ ყოფილიყვნენ. შეგახსენებთ, ნიკა მელიას გირაო ბრიუსელს აქვს გადახდილი – პარლამენტის შტურმში მონაწილე ადამიანის გირაო. აქაც კიდევ ერთხელ ისმის კითხვის ნიშნები ბრიუსელის მიმართ, თუ რა პროცესებს ახალისებდა და მეორე არის უკვე კანონიერ საზღვარს გამცდარი აქციის დაშლის ღონისძიება და ამ საკითხს იძიებს პროკურატურა. ვნახეთ, რომ ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში ეს აქცია დაიშალა ისეთი მეთოდებით, რომლებმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები