აშშ უკრაინისთვის თავდაცვის ბიუჯეტის დახმარებას გაზრდის

აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დამტკიცებულია და ის უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების 500 მილიონ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

კენჭისყრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, კანონპროექტს მხარი 26-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი მხოლოდ ერთმა მისცა ხმა. ახლა კანონპროექტი სენატის სრულმა შემადგენლობამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნოს.

„უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა (USAI) 2028 წლამდე ხანგრძლივდება და დაფინანსებას 500 მილიონ დოლარამდე ზრდის“, – ნათქვამია კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში.

წელს უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ბიუჯეტი 300 მილიონი დოლარია. ამავდროულად, კანონპროექტი პენტაგონს ავალდებულებს, გააგრძელოს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები