ევროკავშირი აშშ-ის ტარიფების საპასუხო ზომების ამოქმედებას 90 დღით აჩერებს – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მხედველობაში მიიღეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება და ევროკავშირი აშშ-ის ტარიფების საპასუხო ზომების ამოქმედებას 90 დღით აჩერებს.

შესაბამისი განცხადება ევროკომისიის ლიდერმა, სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისივე განმარტებით, თუ მოლაპარაკებები არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ევროკავშირის კონტრზომები ამოქმედდება.

“ჩვენ გვინდა, რომ მოლაპარაკებებს მივცეთ შანსი. ევროკავშირის საპირისპირო ზომების მიღების დასრულებამდე, რომლებმაც დაინახეს ჩვენი წევრი ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერა, ჩვენ მათ 90 დღით ვაჩერებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები