ერდოღანი: თურქეთი ქუჩის ტერორს არ დაემორჩილება

თურქეთი არ არის ქუჩაში გამოსული ქვეყანა და არც ქუჩის ტერორს დაემორჩილება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან ქუჩებში გასვლისკენ მოწოდება უპასუხისმგებლო საქციელია.

„სამწუხაროა, რომ „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ სწრაფად კარგავს თავის კვალიფიკაციას. როგორც პარტია, იგი ეწევა პოლიტიკას ლეგიტიმურ ნიადაგზე არალეგალურ ორგანიზაციებთან დამყარებული ასიმეტრიული ურთიერთობებით, კისრამდე კორუფციით, პუტჩისტების წახალისებითა და პრობლემური დისკურსებით, რომელიც იწვევს ქუჩის ტერორს. გასაგებია, რომ „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ თავი უნდა აარიდოს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტებში შემოჭრილ ბანდიტებს, არამედ მარგინალურ სტრუქტურებს და ტერორისტულ ორგანიზაციებს.

მარგინალების მიყოლით, თავდასხმით ჩვენს პოლიციაზე, მოსამართლეებსა და პროკურორებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ, მუქარით, სასამართლოზე ზეწოლით, დემოკრატიისა და ეროვნული ნების გამოწვევით და უკანონო, არაეთიკური და ანტიდემოკრატიული საშუალებების გამოყენებით, თქვენ ამ ქვეყანაში ვეღარაფერს მიაღწევთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები