კურსკის რეგიონში გაზის გამანაწილებელ სადგურზე ხანძარი გაჩნდა

კურსკის რეგიონში, გაზის გამანაწილებელ სადგურზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ეჭვმიტანილი უკრაინის სამხედროები არიან,- ამის შესახებ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო სუჯის დაბომბვას ტრამპის ინიციატივების დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს.

“რუსეთის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის აფეთქება, რომელიც განხორციელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ, არის კიევის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც უნდა ჩაითვალოს რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო თავდასხმების ზოგად სერიაში, რათა მოხდეს აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივების დისკრედიტაცია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ამ პერიოდის განმავლობაში იყენებდნენ ობიექტს, როგორც ერთ-ერთ „უსაფრთხო“ ლოგისტიკურ პუნქტს”,- აცხადებენ უწყებაში.

ამასთან,  უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსებმა სუჯის გაზის გამანაწილებელი სადგური თავად დაბომბეს და რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები