რუსებმა უკრაინას 214 დრონით შეუტიეს – არის მსხვერპლი

რუსებმა, უკრაინას Shahed-სა და სხვა ტიპის 214 დრონით შეუტიეს, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინელებმა 114 დრონი მოიგერიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 81 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.

თავდასხმები სუმის, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის დასახლებულ რაიონებზე განხორციელდა. დრონები გაუშვეს რუსეთის ქალაქების კურსკის, ბრიანსკის, მილეროვოს და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან.

სუმში ავიადარტყმებს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი ადამიანი დაიღუპა ნიკოპოლზე დრონებით თავდასხმისას. კრამატორსკში კი,თავდასხმის შედეგად 4 ადამიანია დაშავებული.

საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, რადიოელექტრონული ომის ქვედანაყოფებმა და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები