ტრამპი: უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელს ძალიან მალე მოვაწერ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელს ძალიან მალე მოაწერს.
„ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე. ერთ-ერთი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ, რომლებსაც უზარმაზარი ღირებულება აქვს. ჩვენ ამას ვაფასებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
მანვე ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ოპტიმიზმი გამოხატა. ასევე დადებითად მოიხსენია ბოლო პერიოდის სატელეფონო ზარები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
“ჩვენ მშვიდობის ადგილზე ვართ. ჩვენ ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტაზე ვართ შეთანხმებული და მივდივართ ცეცხლის სრული შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობისკენ ამ კონფლიქტში”, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა.