აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კამპუსში ახალი სივრცის გახსნას საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავჯდომარე, გივი მიქანაძე დაესწრო

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ კამპუსში სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის არაფორმალური შეხვედრების, განტვირთვისა და დასვენებისთვის ახალი სივრცე გაიხსნა.

უნივერსიტეტში აღნიშნული მულტიფუნქციური სივრცის გახსნას სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე, გივი მიქანაძე დაესწრო. კომიტეტის თავჯდომარემ ასევე მოინახულა ახლად გახსნილი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების კომპლექსი, სასწავლო ინფრასტრუქტურა, სპორტული და რეკრეაციული ზონები და უშუალოდ გაეცნო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ფართოდ თანამშრომლობს, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და განათლების სფეროს მნიშვნელოვან ინსტიტუციებთან, აქტიურად ანხორციელებს გაცვლით პროგრამებს და ხელს უწყობს, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საგანმანთლებლო ინიციატივების გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები