უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ანდრიი გნატოვი დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ანდრიი გნატოვი დანიშნა. ის პოსტზე ანატოლი ბარგილევიჩის ჩაანაცვლებს.

პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განკარგულებები ბარგილევიჩის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და გნატოვის ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

“დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა გენერალ-მაიორი ანდრიი გნატოვი დანიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად. მას აქვს 27 წელზე მეტი სამხედრო გამოცდილება, მეთაურობდა საზღვაო ბრიგადას, ოპერატიული სარდლობის “აღმოსავლეთის” ჯარებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ძალებს.

მან ასევე თავისი ბრძანებით დანიშნა გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ვლადისლავოვიჩ ბარგილევიჩი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორად. მისი ამოცანაა სამხედრო სტანდარტების დაცვის მონიტორინგი და სამხედრო დისციპლინის გაძლიერება“,- აცხადებს თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.

უმეროვმა მადლობა გადაუხადა ბარგილევიჩს გენერალური შტაბის უფროსად გაწეული სამსახურისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები