ანდრეი სიბიგა – ნებისმიერ სამომავლო უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაში, უცვლელი დარჩება სამი ფუნდამენტური საკითხი, რომლებიც „წითელი ხაზებია“

უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნებისმიერ სამომავლო განხილვაში უცვლელი დარჩება სამი ფუნდამენტური საკითხი, რომლებიც „წითელი ხაზებია“ და არ ექვემდებარება განხილვას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

მან განმარტა, რომ უკრაინის ყველა პარტნიორმა იცის ამ ფუნდამენტური საკითხების შესახებ.

“არის ფუნდამენტური საკითხები, რაზეც საუბარი არ შეიძლება. პირველი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. მეორეც, არცერთ ქვეყანას არ აქვს ვეტო უკრაინელი ხალხის არჩევანზე, უკრაინის არჩევანზე ამა თუ იმ გაერთიანებაში მონაწილეობაზე. მესამე საკითხი, რომელიც არ განიხილება, არის არმიის თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების შეზღუდვები, რაზეც უკრაინა არ დათანხმდება”,- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს. ეს ყველაფერი ყოვლისმომცველი მშვიდობის ელემენტებია.

“ფუნდამენტური საკითხი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არის „არაფერი უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე“, „არაფერი ევროპის შესახებ ევროპის გარეშე“, – აღნიშნა სიბიგამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები