რუსეთმა უკრაინის რამდენიმე დასახლება დაბომბა – არის მსხვერპლი

გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის არმიამ დაიწყო თავდასხმები ხერსონის, ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის რაიონებში დასახლებულ პუნქტებზე. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაიჭრა ორი,- ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

ხერსონის რაიონის სოფელ ზოლოტაია ბალკაშში რუსული ჯარების მიერ დაბომბვის შედეგად 67 წლის ქალი დაიღუპა და მისი 70 წლის ქმარი დაიჭრა. ინფორმაცია რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა გაავრცელა.

სუმის რეგიონში რუსები დრონებით თავს დაესხნენ მანქანებს. ამის შესახებ საოლქო პროკურატურამ იტყობინება.

ასევე, უკვე მეორე დღეა რუსი ოკუპანტები ჩერნიგოვსა და რეგიონს ბომბავს. როგორც რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რუსეთის არმიამ რეგიონს ბალისტიკური დარტყმა მიაყენა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის  განცხადებით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, სავარაუდოდ, ომთან დაკავშირებით ამ კვირაში ისაუბრებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები