ფსიქიატრი – ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: სახელმწიფოს როლია, რომ იზრუნოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, აქ საუბარია – რამდენად და ვის მიმართ იქნება სიმკაცრე
“სახელმწიფოს როლია, რომ იზრუნოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, თუმცა აქ უკვე საუბარია – რამდენად იქნება სიმკაცრე, ვის მიმართ იქნება ეს სიმკაცრე, რადგან რეალიზატორი და მომხმარებელი განსხვავდება ერთმანეთისგან”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა განუცხადა, რითაც ანტინარკოტიკულ რეფორმას გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, სიმკაცრე და დასჯადობა ადამიანს სჭირდება.
“ბერძნები ხუმრობენ, თემიდას ხმალი რომ არ ეჭიროს, სასწორს თავზე გადაამტვრევენო. ამ კანონის გამკაცრებას უნდა მოჰყვებოდეს უკან ძალიან დიდი კამპანია“, – აღნიშნა ნინო მენაღარიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მუშაობას აგრძელებს.